ახალი ამბები

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ვარდების გამოფენა გაიმართა

კოლეჯმა "ახალი ტალღა" მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამართულ ტრადიციულ ვარდების გამოფენაში.

ღონისძიებაზე კოლეჯი წარმოდგენილი იყო შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებით:

ბაღის დიზაინი

ხის მხატვრული დამუშავება

კონდიტერია

ბარი

ვიზიტორებმა არა მხოლოდ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ, არამედ თავადაც ჩაერთნენ შემოქმედებით და პროფესიულ აქტივობებში, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო და ინტერაქტიული გახადა.

მადლობას ვუხდით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის, ხოლო ყველა სტუმარს — ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის.



გალერეა