
ჩვენი კოლეჯის სტუდენტი საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტია!
მიმდინარე წლის 27-28 დეკემბერს So-Kyokushinkai კარატეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ჩვენი კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტმა - მარიამ გოგბერაშვილმა.
ჩემპიონატში ჯამში 340 სპორტსმენი ასპარეზობდა მთელი საქართველოდან, ხოლო მარიამმა ღირსეული გამოსვლით მეორე ადგილი დაიკავა, გახდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი და ვერცხლის მედლის პრიზიორი!
მარიამი წარმოადგენს ქობულეთის კიოკუშინკაი კარატეს კლუბს "ფერუმი", რომელიც ფუნქციონირებს ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში.
კლუბის სპორტსმენებმა ჩემპიონატზე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს:
5 - პირველი ადგილი;
4 - მეორე ადგილი;
6 - მესამე ადგილი;
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კოლეჯის სტუდენტის წარმატებით და ვულოცავთ მას, კლუბ "ფერუმს" და მწვრთნელებს!
"ახალი ტალღა" წარმატებებს უსურვებს ყველა მონაწილეს მომავალ ასპარეზობებში!
გალერეა