ახალი ამბები

საქართველოს შეფთა ასოციაციის ინდივიდუალური კონკურსი "ოქროს ლომი", - ვერცხლის მედალი - გიორგი ვასაძე

საქართველოს შეფთა ასოციაციის ინდივიდუალურ კონკურსში "ოქროს ლომი" კოლეჯის "ახალი ტალღა" კულინარიის პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს. გიორგი ვასაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიგა მესხიძე დიპლომით დაჯილდოვდა.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ პროფესიულ წარმატებასა და გამარჯვებას!



გალერეა