
კოლეჯში "ახალ ტალღა" აქტიურად მიმდინარეობს მოკლევადიანი ინტენსიური სწავლებისა და კადრების მომზადების პროგრამა, რომლის ფარგლებში მსმენელები პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ეუფლებიან თანამედროვე სასწავლო გარემოში.
პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კობა ნაკაიძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები და გაესაუბრნენ შემდეგი პროგრამების მონაწილეებს:
კულინარია
ბარის მომსახურება
ლითონის შედუღება
ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები
პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები - წარმატებული კარიერისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გალერეა