
2026-07-02
კოლეჯის "ახალი ტალღა" მასაჟის თერაპიის მიმართულების სასწავლო მოდულის - "პაციენტის შეფასება" დასასრულს გაიმართა საჩვენებელი გაკვეთილი.
პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პაციენტის შეფასების, მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის პრაქტიკული უნარები, რაც ნათლად ასახავს პროფესიული სწავლების ხარისხსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომას.
ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელები, რომლებმაც პროფესიული სტუდენტების ცოდნა, პროგრესი და პრაქტიკული კომპეტენციები დადებითად შეაფასეს.
გალერეა