ახალი ამბები

კოლეჯის „ახალი ტალღა“ პროფესიული სტუდენტი ალეკო აბულაძე WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025-ზე, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდა!

კოლეჯის „ახალი ტალღა“ პროფესიული სტუდენტი ალეკო აბულაძე WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025-ზე, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდა!

კონკურსანტებმა დარგის ექსპერტის მიერ წინასწარ შემუშავებული ამოცანები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო სივრცეში შეასრულეს — თანაბარ პირობებში, "კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრში". კონკურსი მოიცავდა რამდენიმე პრაქტიკულ ეტაპს. მონაწილეებს თაბაშირ-მუყაოსთან დაკავშირებული რთული ტექნიკური ამოცანების შესრულება მოუწიათ, რაც მათი პროფესიული უნარების მაღალი სტანდარტით შეფასებას ემსახურებოდა.

პროცესს აკვირდებოდა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური, რომელიც კონკურსანტების მიღწევებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აფასებდა.

ღონისძიებას მასპინძლობა გაუწია "კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრმა".

გამარჯვებულების ოფიციალური გამოცხადება - I, II და III ადგილებზე - გაიმართა დღეს 12 დეკემბერს, კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე.

WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან საქართველო WorldSkills-ის სრულუფლებიანი წევრია — რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის სრულიად ახალი, საერთაშორისო შესაძლებლობების კარს ხსნის!



გალერეა