ახალი ამბები

კოლეჯის “ახალი ტალღას” წარმომადგენლებს შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მილიჩის მერთან - ვოიცეხ პისკოზუბთან

მ/წ 13 ივნისს კოლეჯის “ახალი ტალღას” წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ პოლონეთის რესპუბლიკის, ქ. მილიჩის მერთან - ვოიცეხ პისკოზუბთან.

შეხვედრისას განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობები. საუბრები ძალიან ნაყოფიერი იყო - გამოცდილების გაზიარება განათლების სფეროში, ერთობლივი კულტურული პროექტები და პარტნიორული ინიციატივები.

”ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და ბევრ სარგებელს მოუტანს როგორც მილიჩს, ასევე ქობულეთს. ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ ბევრი ღირებული ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქების განვითარებას” - განაცხადა ქალაქის მერმა.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მილიჩის მერიას თბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის!

ველით მომავალ პროექტებს ერთად!



გალერეა