მ/წ 17-დან 24 ივნისის ჩათვლით კოლეჯის “ახალი ტალღა” წარმომადგენელი თამარ თედორაძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში ქ. ჰამბურგში.
ჰანზას პარლამენტის ორგანიზებით, 5 დღიანი სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომლის მიზანი იყო ვიზიტის მონაწილეებისთვის გერმანული დუალური/ტრიალური განათლების სისტემის მუშაობის ჩვენება, ასევე სამდონიანი პროფესიული განვითარების ცენტრების კონცეფციის გაცნობა და გერმანული პარტნიორობის ფარგლებში ამ კონცეფციის საქართველოში დანერგვის პერსპექტივების შესახებ მსჯელობა.
სასწავლო ვიზიტი მოიცავდა ინტენსიურ შეხვედრებს, სემინარებსა და კონსულტაციებს პროფესიულ სასწავლებლებთან, ტრენინგ კომპანიებთან, სავაჭრო პალატასთან, ჰამბურგის პროფესიული განათლების და სწავლების ინსტიტუტთან, რომელთა ფარგლებში მონაწილეებმა გაიზიარეს ღირებული ინფორმაცია და ცოდნა საქართველოში პროფესიული განათლების გასაუმჯობესებლად.
სასწავლო ვიზიტში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA), საქართველოს სავაჭრო სამეწარმეო პალატის, პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ წარმომადგენლები და სხვა პირები მონაწილეობდნენ.
სასწავლო ვიზიტი გაიმართა პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ფარგლებში, რომელსაც „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ჰანზა პარლამენტი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
”ახალი ტალღა” მადლობას უხდის ოგანიზატორ ორგანიზაციებს ამ შესაძლებლობისთვის.
გალერეა