ახალი ამბები

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - მწვანე და აგროსტიპენდიანტის დაჯილდოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ კუთხით მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის, საბაკალავრო და პროფესიული საფეხურის სტუდენტების წახალისებას.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მწვანე და აგროსტიპენდიანტები დააჯილდოვა, მათ შორის სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მეფუტკრეობის პროფესიული სტუდენტი იზოლდა მსახურაძე.


სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივისათვის!

 



გალერეა