საგაზაფხულო მიღება

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" აცხადებს 2025 წლის საგაზაფხულო მიღებას ქობულეთისა და ხულოს ფილიალში

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ – ახალი შესაძლებლობები!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კოლეჯ „ახალი ტალღას“ მიანიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება!

მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გთხოვთ მოგვიტევოთ უნებლიე და ტექნიკური შეცდომები, ვებ-გვერდი მალე სრულად გაეშვება

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ მისიაა პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებით და თავსებადობით, მრავალპროფილური პროფესიული განათლებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მიწოდებით. სოციალური ინკლუზიით, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობით უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა.

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

სსიპ კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხედვაა მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრები. მუდმივი განვითარების გზით იყოს ლიდერი მრავალფეროვანი პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე კერძო, საჯარო და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.

თქვენი წარმატება - ჩვენი მისიაა

დაწესებულების ღირებულებებია: გუნდური სულისკვეთება, მიზანსწრაფვა, ინოვაცია. გუნდური სულისკვეთება – მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა, შეკრულმა და უკომპრომისო გუნდმა. მიზანსწრაფვა – ვიყოთ პროაქტიურები, შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ინოვაცია – ვიაზროვნოთ არაორდინალურად, ვეცადოთ გავაუმჯობესოთ არსებული და წარვადგინოთ სიახლეები.

მისალმება

გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

კოლეჯი „ახალი ტალღა“, 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. სულ ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან.

ჩვენ, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად, ჩვენი კურსდამთავრებულების პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს მივიჩნევთ და ვამაყობთ ამით ...

ვრცლად

ივენთ კალენდარი

About
საგანმანათლებლო პროგრამები

საგანმანათლებლო პროგრამები

News

სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა” პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard-Schöck-Stiftung მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგ კურსი

თემაზე:- “მზის ელექტროსადგურების პროექტირება, მონტაჟი და ექსპლუატაცია”.

News

შეხვედრა ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაში სახელწოდებით “Internationalizing Vocational Excellence”

სწორედ ამ შეხვედრებზე წარუდგინა ევროპული განათლების ფონდმა ფართო საზოგადოებას ის პუბლიკაცია, რომელიც მათთან თანამშრომლობით მოვამზადეთ ერთობლივად - „მოწინავე პროფესიულ სასწავლებლად ქცევის რეცეპტების წიგნი.

News

ევროპული განათლების ფონდი (ETF) ორგანიზებით შეიქმნა პროფესიულ განათლებაში მოწინავეობის პრაქტიკული სახელმძღვანელო - „რეცეპტების წიგნი

პროფესიულ განათლებაში მოწინავეობის რეცეპტების წიგნი გთავაზობთ თერთმეტ შთამაგონებელ ისტორიას მოწინავე პროფესიული განათლების ცენტრების შესახებ, რომლებიც სავსეა იდეებით, ხელსაწყოებით და საუკეთესო პრაქტიკით და ხუთი დამატებითი რეცეპტით ციფრული, გამწვანების, სამეწარმეო, ინოვაციური და ინკლუზიური მოწინავეობის შესახებ!

News

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - მწვანე და აგროსტიპენდიანტის დაჯილდოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მწვანე და აგროსტიპენდიანტები დააჯილდოვა, მათ შორის იყო სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: მეფუტკრეობის პროფესიული სტუდენტი იზოლდა მსახურაძე.

გამოხმაურება

რას ამბობენ სტუდენტები ჩვენს შესახებ

Testimonial

"ახალ ტალღა"-ში ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა საფუძვლიანად შეისწავლოს მისთვის სასურველი პროფესია.

გოგა შავიშვილი
კომპიუტერული ქსელები და სისტემები
Testimonial

მე და ჩემს ყველა თანაკურსელს გვაქვს შესაძლებლობა განვვითარდეთ და გავიზარდოთ პროფესიონალად.

ნინო ცინაძე
საოფისე საქმე
Testimonial

კოლეჯში დავეუფლე პროფესიას, გავიცანი ადამიანები, დავამყარე კავშირები. მე ამ მიზნით მოვედი აქ.

არჩილ ვერულიძე
ვებ ინტერფეისის დეველოპმენტი
Testimonial

ძალიან კარგი საშუალებაა ნებისმიერი ასაკის სტუდენტისთვის შეისწავლოს პროფესია და გამოიყენოს ცხოვრებაში.

გიორგი ურიადმყოფელი
კერძების მომზადების ტექნოლოგია
Testimonial

კოლეჯში სწავლა გადავწყვიტე კოლეჯის გამოცდილების და მასწავლებლების პროფესიონალიზმის გამო.

ლინდა მენაღარიშვილი
სასტუმრო საქმე