ახალი ამბები

ექთნების საერთაშორისო კვირეული

11–15 მაისს, ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" საექთნო განათლების პროგრამის პროფესიულმა მასწავლებლებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ჩაატარეს მრავალფეროვანი აქტივობები.

კვირეულის განმავლობაში გაიმართა საგანმანათლებლო და პრაქტიკული ვორქშოფები, პირველადი დახმარების მასტერკლასი, ჯანმრთელობის სკრინინგი, ფოტოგამოფენა, სტუდენტური კონფერენცია და ინტელექტუალური თამაში - "ცხოვრება აზროვნებაა".

კვირეული დასრულდა შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიებით, პანელური დისკუსიითა და მონაწილეთა დაჯილდოებით.

კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის.



გალერეა