
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
Worldchefs - World Association of Chefs Societies -ის საერთაშორისო კულინარიულ კონკურსზე სსიპ კოლეჯ "ახალი ტალღის" კულინარიის მიმართულების პროფესიულმა მასწავლებელმა არჩილ დადიანმა მიიღო მონაწილეობა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონკურსი აზერბაიჯანში, ბაქოში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი შეფები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ჟიურიმ არჩილ დადიანის ნამუშევრები რამდენიმე ნომინაციაში გამოარჩია:
ხორცის ნომინაციაში - ვერცხლის მედალი
ფრინველის ნომინაციაში - ვერცხლის მედალი
დესერტის ნომინაციაში - დიპლომი
თევზის ნომინაციაში - სერტიფიკატი
ვამაყობთ თქვენი წარმატებით და გვიხარია, რომ "ახალი ტალღის" სახელით საერთაშორისო ასპარეზზე ასეთ მნიშვნელოვან შედეგებს აღწევთ.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს შეფთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის, ასევე ასოციაციის დამფუძნებელს მია კუპრავას და ვიცე-პრეზიდენტს გოგი ბაზანდარაშვილის, რომლებიც მუდმივად ხელს უწყობენ ქართველი შეფების საერთაშორისო წარმატებას.
წარმატებებს ვუსურვებთ არჩილ დადიანის მომავალ საქმიანობასა და ახალ გამარჯვებებში!
გალერეა