ახალი ამბები

ესტონელი სტუმრები კოლეჯში

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მასპინძლობს ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის კულინარიისა და კონდიტერიის მიმართულების პროფესიულ მასწავლებლებსა და მათ სტუდენტებს.

დღეს ჩვენი კონდიტერიის სტუდენტებისთვის გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი მასტერკლასი, რომელსაც ესტონელი კონდიტერი უძღვებოდა. მონაწილეებმა მიიღეს ახალი ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

გვიხარია მსგავსი პროფესიული და კულტურული გაცვლითი აქტივობების მასპინძლობა, რომელიც ჩვენი სტუდენტებისთვის განვითარების და ახალი ინსპირაციების წყაროა.



გალერეა