ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მონაწილეობდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც კოლეჯის დირექტორი დაესწრო.

შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული განათლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხები.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური პარტნიორობა ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მომზადებას, ახალგაზრდების დასაქმებასა და სამშენებლო სექტორის განვითარებას.



გალერეა