
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ელექტროობის პროგრამის პროფესიულმა მასწავლებელმა, შოთა რომანაძემ, წარმატებით მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო თეორიულ - პრაქტიკულ სემინარში "მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება".
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს თანამედროვე თეორიული ცოდნა და პრაქტიკულად იმუშავეს მზის ელექტროსადგურის მონტაჟისა და მომსახურების მიმართულებით.
სემინარი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და Eberhard-Schöck-Stiftung-ის მხარდაჭერით. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ვულოცავთ შოთა რომანაძეს პროფესიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გავლას!
გალერეა