
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტებსა და საზოგადოებაში ჭაობების ეკოსისტემის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკვე გაიმართა ორი საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ჭაობების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე, გაეცნენ ჭაობის ეკოსისტემის ძირითად კომპონენტებს, მის მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და კლიმატის დაცვისთვის.
პროექტის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი — საველე გასვლები, კვლევები, დაკვირვებები და საინფორმაციო მასალების შექმნა, რაც ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ერთად შევიცვალოთ წარმოდგენა ჭაობებზე და ვიზრუნოთ ჩვენი ბუნების დაცვაზე!
გალერეა