ახალი ამბები

მემორანდუმი კოლეჯსა და ხუცუბნის საჯარო სკოლას შორის

დღეს სსიპ კოლეჯსა "ახალი ტალღა" და სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რითიც საფუძველი ჩაეყარა მომავალში ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების აქტივობების განხორციელებას.

მემორანდუმის ფარგლებში კოლეჯმა უმასპინძლა ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ჩაუტარდათ საინფორმაციო ტური. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროგრამებსა და პროფესიული განათლების შესაძლებლობებს.



გალერეა