ახალი ამბები

სტუდენტების შეხვედრა სასტუმრო "პარაგრაფ შეკვეთილი"-ს წარმომადგენლებთან

სსიპ კოლეჯში "ახალ ტალღა" გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან სასტუმრო პარაგრაფ შეკვეთილის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დასაქმების აქტიური ვაკანსიების შესახებ. ასევე, სტუდენტებს გააცნეს სამუშაო გარემო, მოთხოვნები და კარიერული განვითარების პერსპექტივები, რაც მათ მომავალ პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი ორიენტირების საშუალებას აძლევს.

კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს მეტი შესაძლებლობა დასაქმებისა და პროფესიული ზრდისთვის.



გალერეა