ახალი ამბები

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ სპორტულ ფესტივალზე წარმატებით წარდგა!

2025 წლის 28 ივნისს, ქალაქ თბილისში, მუშტაიდის ბაღის მინი სპორტულ მოედანზე გაიმართა პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ფინალური ეტაპი მინი ფეხბურთში. დაძაბული და ემოციური შეხვედრების შემდეგ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული — საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი და დასავლეთ საქართველოს გამარჯვებული — სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“. მიუხედავად დაძაბული ბრძოლისა, ჩემპიონობის ტიტული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯმა მოიპოვა, ხოლო „ახალმა ტალღამ“ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის წევრი ლუკა ჩაგანავა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა — მან გოლების რაოდენობით ყველა მონაწილე უკან მოიტოვა და გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა!

კოლეჯის დირექტორმა პირადად მიულოცა გუნდს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა, მადლობა გადაუხადა მათ თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის და გუნდის წევრებს მადლობის სიგელები გადასცა.

ასეთი შედეგები ნათლად მეტყველებს კოლეჯის სტუდენტების მაღალ მოტივაციას, გუნდურ მუშაობასა და შემართებაზე.
წინ ახალი გამარჯვებები და განვითარება!



გალერეა