
2025-12-18
პროფესიული კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორის მოადგილე თეონა მენაფირე პროფესიული პროგრამის - "მასაჟის თერაპია" გერმანელ ექსპერტს იბოიკა მოლნარს შეხვდა.
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სამი კვირის განმავლობაში კოლეჯში მოწვეული მასაჟის თერაპიის ექსპერტმა პრაქტიკული სწავლებები ჩაატარა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის დარგობრივი პედაგოგების პროფესიონალიზმს, ურთიერთმხარდამჭერ სასწავლო გარემოსა და პროფესიული პროგრამების განვითარებაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობას.
აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროფესიული პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზაზე
გალერეა