სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" პოლონეთის ქალაქ მილიჩის სატყეო სკოლის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ისინი შეხვდნენ კოლეჯის დირექტორს და დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა საინფორმაციო ტურის ფარგლებში.
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრში "სერაფიმი", სადაც ცენტრის დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღინიშნა.
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" სატყეო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა" და მოიპოვა გრანტი შემდეგ წარდგენილ თემაზე - "შეიცვალე წარმოდგენა ჭაობზე".
სსიპ კოლეჯმა "ახალი ტალღა" უმასპინძლა საერთაშორისო დელეგაციებს - სერბეთიდან - ქალაქ კრალევოს სატყეო სკოლის "შუმარსკას" წარმომადგენლებს, ასევე პოლონეთიდან - ობორნიკის დამეგობრებული ქალაქისა და კოლეჯის დელეგაციას.