
დღეს კოლეჯში პროფესიული პროგრამის – „მასაჟის თერაპია“ ფარგლებში გაიმართა სასწავლო-პრაქტიკული შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო ენდოპროტეზირების შემდგომი მასაჟის პროცედურის შესრულების ტექნიკა
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა დეტალურად განიხილეს რეაბილიტაციის პროცესში მასაჟის როლი, სწორი ტექნიკური მიდგომები და უსაფრთხოების წესები, რაც აუცილებელია პაციენტის ეფექტური აღდგენისათვის. პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარეობდა თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით
სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა გერმანელი ექსპერტი, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
შეხვედრის დასასრულს კოლეჯის პედაგოგებმა უცხოელ ექსპერტთან ერთად შეაჯამეს სამკვირიანი ინტენსიური პრაქტიკული მუშაობა, ხოლო სტუდენტებმა მიიღეს ინდივიდუალური უკუკავშირი და პროფესიული რეკომენდაციები, რაც მათ მომავალ საქმიანობაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ
მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში.
გალერეა