ახალი ამბები

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე!

"ბუღალტრული აღრიცხვა სასტუმრო ინდუსტრიისთვის"

რეგისტრაციის პერიოდი: 20 ივლისიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით

თუ გსურთ შეიძინოთ სასტუმრო ინდუსტრიაში მოთხოვნადი პროფესია და დაეუფლოთ ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე პრინციპებს, ეს პროგრამა თქვენთვისაა!

პროგრამის შესახებ:

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებს; სასტუმრო ინდუსტრიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას; პირველადი დოკუმენტაციის წარმოებას; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას; ფინანსური ანგარიშგების ძირითად პრინციპებს; პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სასტუმრო ბიზნესში დასაქმებისთვის.

გასაუბრება ჩატარდება 3 სექტემბერს სწავლის დაწყება: 7 სექტემბერს სწავლის ხანგრძლივობა: 14 კვირა

არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა!

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" – განათლება, რომელიც წარმატების საფუძველია!



გალერეა