ახალი ამბები

ახალი ტალღიდან - წარმატებისკენ!

2026 წლის 21 ივლისს, სსიპ კოლეჯში "ახალ ტალღა"ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების — "სარესტორნო მომსახურების", "სასტუმრო მომსახურების", "კომპიუტერული ქსელისა და სისტემების" და "ვებტექნოლოგიების" 40 კურსდამთავრებულს საზეიმოდ გადაეცა სრული ზოგადი განათლების ატესტატები და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები.

კურსდამთავრებულებს სამწლიანი სწავლების სრული კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა კოლეჯის დირექტორმა, დავით მჭედლიშვილმა, რომელმაც ახალგაზრდებს პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა და პროფესიული განვითარება უსურვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და რესურსცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.

კოლეჯი "ახალი ტალღა" ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ პროფესიულ კარიერას!



გალერეა