ახალი ამბები

სასწავლო ტური გურიაში

ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით, გურიაში გაიმართა სასწავლო ტური "ადგილობრივი მდგრადი წარმოება და მიწოდების ჯაჭვი", სადაც მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ბაღის დიზაინისა და კულინარიის პროგრამების პროფესიულმა მასწავლებლებმა და მათმა სტუდენტებმა.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ:

ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებს;

მდგრადი მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკებს;

მოკლე მიწოდების ჯაჭვების ეფექტიან მართვას;

ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შექმნილ წარმატებულ საწარმოო მოდელებს.

კოლეჯი "ახალი ტალღა" მუდმივად ზრუნავს, რომ პროფესიული განათლება იყოს თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული და საერთაშორისო გამოცდილებით გამდიდრებული.

"ახალი ტალღა" – განათლება, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის!



გალერეა