ახალი ამბები

მოიძებნა 8 სიახლე
News
2026-11-12
ცნობიერება - უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია!

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღის ფარგლებში, კოლეჯში „ახალი ტალღა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე - „ტრეფიკინგის სახეები, საფრთხეები და სახელმწიფო სერვისები“.

News
2026-11-11
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა“ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

გამოცდისა და მოტივაციური გასაუბრების შედეგების ნახვა უკვე შესაძლებელია vet.ge-ზე. შედეგები თქვენს საგამოცდო ბარათზეა ასახული.

News
2026-11-10
სამუშაო ვიზიტი იტალიაში

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ კვინიკაძის ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამშენებლო მიმართულების პროგრამების განმახორციელებელი კოლეჯების დირექტორებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში.

News
2026-11-09
8 ნოემბერს საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება

კოლეჯში "ახალი პროფესიული პროგრამის - საფინანსო სერვისების ფარგლებში, ბანკირის დღესთან დაკავშირებით, პროფესიულმა მასწავლებლებმა მარიკა წულუკიძემ და მანანა ბერიძემ სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

News
2026-11-05
ფრანგული საკონდიტრო გამოცდილება „ახალ ტალღაში“

2-5 ნოემბერს, კოლეჯის "ახალი ტალღა“ კონდიტერიის პროგრამის მასწავლებლებმა - ინგა ჟიჟავაძემ და ლია ნიჟარაძემ - პროფესიული სტუდენტებისთვის პრაქტიკული მასტერკლასები ჩაატარეს.

News
2026-11-04
საერთაშორისო გამოცდილება, ახალი ცოდნა და პროფესიული განვითარება!

კოლეჯის „ახალი ტალღა" საკონდიტრო პროგრამის პროფესიულმა მასწავლებლებმა - ინგა ჟიჟავაძემ და ლია ნიჟარაძემ - საფრანგეთში, École Ducasse-ის კონდიტერიის სკოლაში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება კოლეჯის თანამშრომლებსა და სტუდენტებს გაუზიარეს.

News
2026-11-04
კოლეჯში "ახალი ტალღა" ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის შიდა შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს, გამოავლინეს სპორტული უნარები, აქტიურობა და გუნდური სულისკვეთება.

News
2026-11-03
საერთაშორისო ვიზიტი კოლეჯში „ახალი ტალღა“!

კოლეჯს პირადი ვიზიტით ეწვია სონია რუცი (Sonja Ruetz) — პროფესიული განათლებისა და სწავლების (TVET) საერთაშორისო ექსპერტი და პროფესიული უნარების განვითარების სპეციალისტი.