ახალი ამბები

დასაქმების ფორუმი 2024

მ/წ 20 ივნისს კოლეჯი “ახლი ტალღა” მონაწილებდა ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონში” გამართულ “დასაქმების ფორუმი 2024”-ში.

ფორუმს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებაში 15-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებისთვის 150-მდე ვაკანსია წარმოადგინა.

ფორუმის დაწყებამდე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, დამსაქმებლებს და სამუშაოს მაძიებლებს, სააგენტოს მიმდინარე პროექტების და სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უნივერსიტეტებში დასაქმების ფორუმების ჩატარების მიზანია, ახალგაზრდობის მაქსიმალურად წახალისება და შრომის ბაზარზე გააქტიურება.

ამ მიმართულებით დასაქმების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან.

კოლეჯი “ახალი ტალღა” მადლობას უხდის ორგანიზატორ დაწესებულებებს ამ შესაძლებლობისთვის.



გალერეა