კოლეჯის ისტორია

Teachers
კოლეჯის მშენებლობა
2012 - 2022

სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში – აჭარაში, კერძოდ, ქ. ქობულეთში. იგი დაარსებულ იქნა 1963 წელს. არსებობის მრავალწლიანი დროის განმავლობაში პროფესიული სასწავლებელი წარმატებით ასრულებს მის მთავრ მისისას – მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად.


სსიპ კოლეჯის “ახალ ტალღა” საკუთრებაშია ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ # 154-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე განლაგებული 5 სასწავლო და რამდენიმე დამხმარე შენობა-ნაგებობა. დ/ხულოს ფილიალი მდებარეობს დ/ხულო შავაძის ქ N3-ში მდებარე ორსართულიან შენობაში.


კოლეჯმა ფეხი აუწყო მიმდინარე ცვლილებებს, მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია, უახლესი ინვენტარით. აღჭურვა, თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით. სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამასა და სხვა დონორ ორგანიზაციებს, რომელთა თანადგომითაც კოლეჯში შეიქმნა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღესდღეობით „ახალი ტალღა“ ახორციელებს ფორმალური განათლებისა პროფესიული საგამნანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადება- გადამზადების პროგრამებს და ტრენინგ კურსებს.


2012 წელს, პირველად ქვეყნის მასშტაბით გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა კოლეჯი "ახალი ტალღა" სტატუსი.


ავტორიზაციის პროცესების პარალელურად დაიხვეწა სასწავლო პროგრამები და შესაბამისი მატერიალური რესურსები. 2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებასა და მოდულური პროგრამების პილოტირებაში.


2016 წლის რეავტორიზაციის დროს კოლეჯმა პროფესიული განათლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო უფლებამოსილება 29 მოდულური პროგრამის განხორციელების შესახებ.


2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა ქვეყანაში გაიარა ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.


2017-2018 წლებში კოლეჯს გააჩნდა ფილიალი ბათუმში, ხოლო 2018 წლიდან დაიწყო მუშაობა და 2019 წელს გაიხსნა ფილიალი მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ დაბა ხულოში, სადაც ხორციელდება ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.


2022 წელს კოლეჯმა წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია.


დღეის მდგომარეობით, კოლეჯი წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით და ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. კოლეჯში ხორციელდება 34 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ტურიზმის, სამშენებლო, აგრარული, სამედიცინო და ხელოვნების მიმართულებით. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან და ზრდასრულთა პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მოკლევადიან ტრენინგ კურსებს.


კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. დაწესებულების ბაზაზე არსებობს სასწავლო ლაბორატორიები და აუდიტორიები თეორიული სწავლებისათვის. კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. აგებულია სტანდარტული პანდუსი, ლიფტი, საერთო საცხოვრებელი, სასწავლო სასტუმრო და რესტორანი და ა. შ.


კოლეჯში ინოვაციური იდეების განხორციელების მიზნით, შეიქმნა და წარმატებით მუშაობს „სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია“. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ეხმარება ყველა პროფესიის სტუდენტს საკუთარი კრიატიული იდეების რეალიზაციაში. ბიბლიოთეკა აღჭურვილია მატერიალური და ელექტრონული წიგნადი ფონდით.


კოლეჯი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით წარმატებიით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.


კოლეჯი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმართველობის ღონისძიებებში, ხშირად მასპინძლობს პროფესიულ ასოციაციებს და კავშირებს, აწყობს ერთობლივ ღონისძიებებს.


კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პროფესიული განათლების დაწესებულებებთან. მათ შორის, აღსანიშნავია ესტონეთის ქ. ვალგას პროფესიული სასწავლებელი, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სკოლა, პოლონეთის ქ. მილიცის სატყეო კოლეჯი და სხვა.


2016 წლიდან კოლეჯი ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ქ. ვალგას პროფესიულ სკოლასთან. მემორანდუმის საფუძველზე ვალგას სტუდენტები ჩამოდიან ქობულეთში და გადიან 2 კვირიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორც კულინარიის ხელოვნების, ასევე ავტომობილის შემკეთებლის პროგრამის ფარგლებში.


ახალი ტალღას სტუდენტები ყოველი წლის მაისში მიემგზავრებიან აღნიშნულ სასწავლებელში გრილფესტივალში მონაწილეობის მიღების მიზნით.


2022 წელს ERASMUS+ პროექტის ფარგლებში კოლეჯის კულინარიის ხელოვნების პროფესიული სტუდენტები ორი კვირით იმყოფებოდნენ პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის კოლეჯში.


2022 წლიდან კოლეჯი აქტიურადაა ჩართული ევროპის განათლების ფონდში (ETF). ამავე წელს კოლეჯმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პროფესიულიი განათლების ფორუმში, რომელიც ჩატარდა ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში. კერძოდ გაზიარებული იყო კოლეჯის წარმატებები.


2023 წელს პროექტის ფარგლებში შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯმა იტალიის ქალაქ ტურინში.


2022-2023 წელს ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების “ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის” გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კოლეჯმა მოიპოვა პროექტების, „ბუნების აქტივისტი“ და „ერთად გარემოსთვის“ განხორციელების უფლება.


2023 წლის ბოლოს დასრულდა ახალი სამი ლაბორატორიის (იმიტირებული - C გარემო) აგება კოლეჯის ტერიტორიაზე: კონდიტერია, კულინარიის ხელოვნება და სარესტორნო მომსახურება. ლაბორატორიები აგებულია და აღჭურვილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.