გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
კოლეჯი „ახალი ტალღა“, 2012 წელს შეიქმნა, ამავე მისამართზე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე. სულ ჩვენი სასწავლებელი არსებობს 1963 წლიდან.
ჩვენ, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების მთავარ კრიტერიუმად, ჩვენი კურსდამთავრებულების პიროვნულ და პროფესიულ წარმატებებს მივიჩნევთ და ვამაყობთ ამით ...
ვრცლად
სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" 16 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიული მომზადების პროგრამაზე - "კერძების მომზადების ტექნოლოგია"
| ორ | სმ | ოთ | ხთ | პრ | შბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 |
მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" დირექტორის თანამდებობას დავით მჭედლიშვილი იკავებს ბატონ დავითს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში და წარმატებული პრაქტიკა ადმინისტრაციული მართვისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით
კოლეჯის „ახალი ტალღა“ პროფესიული სტუდენტი ალეკო აბულაძე WorldSkills საქართველოს ეროვნული კონკურსი 2025-ზე, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოების მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდა! კონკურსანტებმა დარგის ექსპერტის მიერ წინასწარ შემუშავებული ამოცანები სპეციალურად მოწყობილ სამუშაო სივრცეში შეასრულეს — თანაბარ პირობებში, "კნაუფ გიპსის თბილისის სასწავლო ცენტრში". კონკურსი მოიცავდა რამდენიმე პრაქტიკულ ეტაპს. მონაწილეებს თაბაშირ-მუყაოსთან დაკავშირებული რთული ტექნიკური ამოცანების შესრულება მოუწიათ, რაც მათი პროფესიული უნარების მაღალი სტანდარტით შეფასებას ემსახურებოდა.