ახალი ამბები

სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა"-ს პროფესიული სტუდენტი უნგრეთში

მიმდინარე წლის 12 -17 მაისის ჩათვლით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "სარესტორნო მომსახურების" პროფესიული სტუდენტი ლუკა ქათამაძე იმყოფებოდა უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტში, პროფესიული უნარების სააგენტოს პარტნიორობით განხორციელებულ Erasmus+ პროექტში: Invest in you:promote international traineeship programs for Armenian,Georgian and Moldovan students in Central Europe (IN-VET) -ინვესტირება შენში:საერთაშორისო ტრენინგ პროგრამები ცენტრალურ ევროპაში სომხეთის,საქრთველოს და მოლდოვის სტუდენტებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტების პროფესიული უნარების,გამჭოლი და საკვანძო კომპეტენციის გაძლიერებას

ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ზაფხულში სტუდენტები ასევე გაემგზავრებიან საერთაშორისო სტაჟირებაზე- International internships; პრაქტიკული სწავლება სტუდენტებისთვის უნგრეთში სტუმარმასპინძლობის მიმართულებით 80 დღის განმავლობაში გაგრძელდება

”ახალი ტალღა” მადლობას უხდის პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia -ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის



გალერეა