
პროფესიულმა კოლეჯმა "ახალი ტალღა" დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში დამსწრეებს გავაცანით ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლების შესაძლებლობები და ის პერსპექტივები, რომლებსაც კოლეჯი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიული განათლება მხოლოდ პროფესიის დაუფლებას არ გულისხმობს - ის წარმატებული კარიერისა და დასაქმების საფუძველია. კოლეჯი "ახალი ტალღა" კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ემსახურება, რომლებიც თანამედროვე შრომით ბაზარზე მოთხოვნად სპეციალისტებად ყალიბდებიან.
მადლობას ვუხდით ფორუმის ორგანიზატორებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საინტერესო შეხვედრებისა და თანამშრომლობისთვის.
გალერეა