ახალი ამბები

საერთაშორისო წარმატების აღნიშვნა კოლეჯში

საერთაშორისო წარმატების აღნიშვნა კოლეჯში "ახალ ტალღა"!

დღეს კოლეჯში განსაკუთრებული სიამაყისა და სიხარულის დღე იყო. საერთაშორისო გასტრონომიულ კონკურსზე მოპოვებული ვერცხლის მედლის აღსანიშნავად, კოლეჯის დირექტორმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა გამარჯვებულ გუნდს წარმატება ოფიციალურად მიულოცეს.

კოლეჯის დირექტორმა სტუდენტებს დიპლომები გადასცა და მადლობა გადაუხადა ღირსეული წარმომადგენლობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჯორჯიან პალასს მხარდაჭერისთვის. გამარჯვებულ სტუდენტებს წარმატება პირადად მიულოცა სასტუმროს დირექტორმა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გისურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას!



გალერეა