
2026-11-05
კოლეჯის „ახალი ტალღა" საკონდიტრო პროგრამის პროფესიულმა მასწავლებლებმა - ინგა ჟიჟავაძემ და ლია ნიჟარაძემ - საფრანგეთში, École Ducasse-ის კონდიტერიის სკოლაში მიღებული საერთაშორისო გამოცდილება კოლეჯის თანამშრომლებსა და სტუდენტებს გაუზიარეს.
შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ისაუბრეს ვიზიტის ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე, თანამედროვე საკონდიტრო ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პროფესიულ პრაქტიკაზე.
ცოდნის გაზიარება, ახალი გამოცდილების მიღება და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება - წარმატებული პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია!
ახალი ცოდნა - ახალი შესაძლებლობები!
გალერეა