
2025-05-30
2025 წლის 21 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, კოლეჯს სტუმრობს, შედუღების მიმართულებით მრავალპროფილიანი გამოცდილების მქონე გერმანელი ექსპერტი — ბატონი ვოლფგანგ მიულერი
გერმანელი ექსპერტის ვიზიტის მიზანია კოლეჯის შედუღების პროგრამის გაუმჯობესება, ადგილობრივი პროფესიული პედაგოგების გადამზადება, ტექნიკური ბაზის ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში - მისი შეკეთება. ბატონი მიულერის პროფესიონალიზმი და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს საგანმანათლებლო პროცესში და ხელს შეუწყობს კოლეჯის შესაბამისობის ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტებთან.
#მოდითსწავლეთახალტალღაში
გალერეა