ახალი ამბები

შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში

19 თებერვალს კოლეჯის "ახალი ტალღა" სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.

 

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე ახალგაზრდებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო, მოხალისეობრივი და კარიერული განვითარების პროგრამები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლებლებსა და კოლეჯებთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვასა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო ფართო და აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.

 

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები, საჭიროებები და ინიციატივები, რაც ეფექტური თანამშრომლობისა და ახალგაზრდებზე მორგებული პროექტების განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.



გალერეა