
მიმდინარე წლის 11 მარტს კოლეჯში "ახალი ტალღა" გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა, კოლეჯს ეწვივნენ აჭარის სატყეო სააგენტოს პროექტის "ტყის მდგრადი მართვა აჭარაში / Sustainable Forest Management in Adjara (SFMiA)" წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრა, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი აქტივობები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატყეო განათლებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელობას.
პროექტის - ფარგლებში კოლეჯი "ახალი ტალღა" აქტიურად ჩაერთვება სატყეო მიმართულებით პროფესიული ტრენინგ კურსებს შემუშავებასა და განხორციელებაში სატყეო საქმის მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც სტუდენტების, ასევე დაინტერესებული პირების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე სატყეო პრაქტიკის დანერგვას, პროფესიული განათლების გაძლიერებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
გალერეა