
დღეს კოლეჯში "ახალი ტალღა" 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული და თბილი ღონისძიება მოეწყო. ეს დღე კოლეჯის ქალბატონების მიმართ პატივისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვას დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ კოლეჯის გამორჩეული და ამაგდარი ქალბატონები, რომლებმაც თავისი შრომით, ერთგულებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კოლეჯის განვითარებასა დაწარმატებაში.
კოლეჯის დირექციამ გულითადად მიულოცა ქალბატონებს 8 მარტი, უსურვეს ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება და პროფესიული წინსვლა. მათ მადლობა გადაუხადეს ქალებს ყოველდღიური თავდადებისთვის, შრომისა და იმ მნიშვნელოვანი როლისათვის, რომელსაც ისინი კოლეჯის ცხოვრებაში ასრულებენ.
ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე. ღონისძიების განმავლობაში ქალბატონებს სასიამოვნო სიურპრიზებიც მოეწყოთ, რამაც კიდევ უფრო თბილი და დაუვიწყარი გახადა ეს ლამაზი დღესასწაული.
სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ქალბატონს 8 მარტს და უსურვებს წარმატებას, სიხარულსა და ბევრ ნათელ დღეს!
გალერეა