
2026-06-04
სსიპ კოლეჯს "ახალი ტალღა" ეწვია გერმანული ორგანიზაციის Senior Expert Service (SES) ექსპერტი, ვოლფგანგ მიულერი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია შედუღების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. შეხვედრა საინტერესო და საინფორმაციო ხასიათის იყო როგორც სტუდენტებისთვის, ისე პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.
სსიპ კოლეჯი "ახალი ტალღა" მადლობას უხდის სტუმარს გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის.
გალერეა