
2026-09-04
კოლეჯი "ახალი ტალღა" ცირკულარული და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდა.
31 აგვისტოს, კახეთში გამართულ სასწავლო ვიზიტსა და ინტერრეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ბაღის დიზაინის პროგრამის პროფესიულმა მასწავლებლებმა.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ცირკულარული და რეგენერაციული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს, აგრონარჩენების ეფექტიან მართვას, კომპოსტირებას, ნიადაგისა და წყლის რესურსების მდგრად მართვასა და პრაქტიკულ ინოვაციურ მეთოდებს.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა CENN-ის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში" ფარგლებში.
გალერეა