ახალი ამბები

ახალი შესაძლებლობები "ახალი ტალღის" სტუდენტებისთვის!

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სსიპ კოლეჯში "ახალი ტალღა" პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროფესიული განათლების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროგრამის ფარგლებში, კოლეჯის "ახალი ტალღა" 5 წარჩინებული სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში ესტონეთში, ვალგამას სახელმწიფო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, სტუმარმასპინძლობისა და კვების მიმართულებით გაცვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში "ახალი ტალღის" მასწავლებლებმაც მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და კვალიფიკაცია აიმაღლეს გერმანიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში.

"ახალი ტალღა" — პროფესიული განათლება ახალი შესაძლებლობებისთვის!



გალერეა