
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა ბატონმა დავით მჭედლიშვილმა სტუდენტებს პირადად მიულოცა დამდეგი ახალი წელი, გააცნო საკუთარი ხედვა და განვითარების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კოლეჯის მთავარი ღირებულებაა პრინციპი - „თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა“.<br>
შეხვედრისას დირექტორმა ასევე ოფიციალურად გამოაცხადა საახალწლო არდადეგების დაწყება, სტუდენტებს უსურვა აკადემიური წარმატებები, პროფესიული წინსვლა და წარმატებები პირად ცხოვრებაში.<br>
კოლეჯის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა სრული მხარდაჭერა და მუდმივი გვერდში დგომა თითოეული სტუდენტის სამომავლო წარმატებისა და დასაქმებისათვის.
<br>
ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა პატარა სადღესასწაულო ფურშეტი თბილ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.<br>
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და შთაგონებით სავსე ახალ წელს!
გალერეა