ახალი ამბები

სსიპ კოლეჯში „ახალი ტალღა“ წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების პროგრამა - „კერძების მომზადების ტექნოლოგია“.

პროგრამის ფარგლებში მსმენელებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ კომპონენტი - „რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის“, რომელიც ეფუძნება სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ხელშემწყობ Shuttle მეთოდოლოგიას. აღნიშნული კომპონენტის დანერგვა კოლეჯში განხორციელდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Action Against Hunger მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.<br>

რბილი უნარების განვითარების პროგრამა გაგრძელდა 3 თვის განმავლობაში და მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. ამ პერიოდის მანძილზე განხილულ იქნა მრავალი საინტერესო და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი თემა, რომელთა განხილვაში თავად მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართული. მეთოდოლოგიის შესაბამისად, მონაწილეებმა შეიძინეს და განივითარეს დასაქმებისთვის აუცილებელი პიროვნული და სოციალური უნარები, რაც მათ დაეხმარებათ, როგორც დასაქმებაში, ისე ეფექტური საქმიანი ურთიერთობების წარმართვაში.<br>

მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, კოლეჯი „ახალი ტალღა“ გეგმავს აღნიშნული პროგრამის კომპონენტის ინტეგრირებას სხვა მოკლევადიან კურსებშიც, რათა მსმენელებს შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.<br>

ერთად ვქმნით უკეთეს შესაძლებლობებს მომავლისთვის!



გალერეა