ახალი ამბები

შეხვედრა ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაში სახელწოდებით “Internationalizing Vocational Excellence”

ევროპული განათლების ფონდის მიწვევით მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაში სახელწოდებით “Internationalizing Vocational Excellence”, სადაც აღნიშნული იყო თითოეული მონაწილე კოლეჯის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გამოცდილება მოწინავე პროფესიულ სასწავლო ცენტრად ქცევის გზაზე. სწორედ ამ შეხვედრებზე წარუდგინა ევროპული განათლების ფონდმა ფართო საზოგადოებას ის პუბლიკაცია, რომელიც მათთან თანამშრომლობით მოვამზადეთ ერთობლივად - „მოწინავე პროფესიულ სასწავლებლად ქცევის რეცეპტების წიგნი. https://www.etf.europa.eu/.../taste-vocational-excellence


ამასთან დაკავშირებით, ჩვენი კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ირმა მეგრელიძემ აღნიშნა:
„მნიშვნელოვანია თითოეული მიღწევის აღიარება პროფესიული სრულყოფილების გზაზე არამარტო პროფესიული სასწავლებლის, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, არამედ პედაგოგებისა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისათვის. ამიტომაც ევროპული განათლების ფონდის და მისი თემატური ქსელების წევრობა და მათთან ერთობლივი მუშაობა ჩვენი წამყვან პროფესიულ სასწავლებლად ქცევის გზაზე ფასდაუდებელია"


შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკომისიის მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ინიციატივაც #UnionOfSkills, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://commission.europa.eu/.../eu.../union-skills_en ამ ინიციატივის განხორციელება პროფესიულ განათლებას უფრო კონკურენტუნარიანს და ინკლუზიურს გახდის.



გალერეა