
2026-03-30
სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" ქობულეთისა და ხულოს ფილიალის სატყეო საქმის სტუდენტები შეუერთდნენ ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის სანერგე მეურნეობაში, სტუდენტების მიერ განხორციელდა ხის დარგვის აქცია. კერძოდ, დაირგო 300 ძირი კრიპტომერიისა და ფიჭვის ნერგი.
აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ.
გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2012 წელს, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
გალერეა