
2026-03-30
მ/წ 26 მარტს სსიპ კოლეჯის "ახალი ტალღა" პროფესიული პროგრამის "მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების" პროფესიული სტუდენტები, მასწავლებელთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქ. თბილისში ტექინსპექტირების "გრინვეის" ცენტრში.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ცენტრი და დეტალურად გაეცნენ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესს. მათ მიიღეს ინფორმაცია ინსპექტირების ეტაპების, გამოყენებული თანამედროვე დანადგარებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებას და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებას.
გალერეა