
2026-03-30
26 მარტს, კოლეჯში "ახალი ტალღა" პროექტის -"ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებიც ცხოვრობენ ან საქმიანობენ აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 30 000 ლარამდე დაფინანსება, დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების გაცნობა, რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიტანოთ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
გალერეა