ახალი ამბები

სამუშაო ვიზიტი იტალიაში

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ კვინიკაძის ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამშენებლო მიმართულების პროგრამების განმახორციელებელი კოლეჯების დირექტორებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში.

ვიზიტის ფარგლებში გავეცანი იტალიის პროფესიული განათლების სისტემას, სამშენებლო სექტორში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასა და სწავლების მიდგომებს.

შეხვედრები გაიმართა სამშენებლო სექტორის პროფესიული მომზადების ორგანიზაციებთან (IIPLE, FORMEDIL), რეგიონული განვითარების ორგანიზაცია ART-ER-თან და ბოლონიის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტში, სადაც სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებიც განვიხილეთ.

ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბოლონიის უნივერსიტეტსა და IIPLE-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა, რაც საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ევროპული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.



გალერეა