
2026-11-12
გამოცდისა და მოტივაციური გასაუბრების შედეგების ნახვა უკვე შესაძლებელია vet.ge-ზე. შედეგები თქვენს საგამოცდო ბარათზეა ასახული.
თუ რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, 11-13 ნოემბერს აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი — მონიშნეთ ის პროგრამა, რომელზეც მიღებული ქულით ჩარიცხვის შესაძლებლობა გაქვთ და რომლის შესწავლაც გსურთ.
პროგრამის არჩევისა და მონიშვნის პერიოდი: 11-13 ნოემბერი
შედეგებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ მობილურის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მითითებული ვადა და დროულად დააფიქსიროთ სასურველი პროფესიული პროგრამა.
გალერეა