ახალი ამბები

ცნობიერება - უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია!

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღის ფარგლებში, კოლეჯში „ახალი ტალღა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე - „ტრეფიკინგის სახეები, საფრთხეები და სახელმწიფო სერვისები“.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ტრეფიკინგის ფორმების, შესაძლო საფრთხეებისა და დაზარალებულთა დასახმარებლად არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ.

ერთად მეტი ინფორმაციისთვის, მეტი ცნობიერებისა და უსაფრთხო მომავლისთვის!



გალერეა