
2025 წლის 3 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა” გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ესტონეთის რესპუბლიკის ქ. ვალგას სახელმწიფო სასწავლო სკოლის სპეციალობა - ავტოდიაგნოსტიკის პროფესიული სტუდენტები და პროფესიული მასწავლებელი.
პროექტი წლების განმავლობაში მიმდინარეობს ქართულ-ესტონური ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ასევე უახლოეს მომავალში კოლეჯი კიდევ 2 პროექტს უმასპინძლებს ესტონეთის რესპუბლიკიდან.
მოდით ისწავლეთ "ახალ ტალღაში", აქ უამრავი საინტერესო რამ ხდება
პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში ესტონელი სტუდენტები და მათი ხელმძღვანელი გაეცნობიან და იმუშავებენ კოლეჯის ამავე სპეციალობის ჯგუფთან და პედაგოგებთან ერთად და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებს, მათ ექნებათ გასვლითი ღონისძიებები და პრაქტიკული გაკვეთილები კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებში, ასევე სხვადასხვა გასართობი აქტივობები დასვენების დღეებში, რომელიც დაორგანიზებულია კოლეჯის მიერ.
სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა” მადლობას უხდის “ვალგას სასწავლო ცენტრს” Valgamaa Kutseõppekeskus ამ შესაძლებლობისთვის.
გალერეა